კვირა, 27 აგვისტო 2017 19:08

საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი სომხეთში.

2017 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სომხეთში ჩატარდა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელიც მიზნად ისახავდა ჰუმანიტარულ საქმიანობებში ახალგაზრდების ჩართულობის პოპულარიზაციას. ბანაკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ექვს მოხალისესთან ერთად, ავსტრიის, გერმანიის, ფინეთის, იტალიის, უკრაინის და სომხეთის მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული ცოდნა, გამოცდილება, კულტურა და ტრადიციები. ბანაკის დასასრულს მოხალისეებმა ახალგაზრდული დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელსაც შესაბამის ქვეყნებში გაავრცელებენ.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING