შაბათი, 15 აპრილი 2017 07:15

რეგიონული შეხვედრა პარტნიორებთან.

2017 წლის 4-7 აპრილს, ქ. ბორჯომში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ რეგიონული შეხვედრა გამართა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა და ავსტრიის წითელი ჯვრის მიერ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა 2016 წლის განმავლობაში პროექტის აქტივობებისა და შედეგების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას 2017 წლისთვის.შეხვედრას ესწრებოდნენ წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიის წითელი ჯვრისა და დანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING