შაბათი, 15 აპრილი 2017 07:12

სიმულაციური ვარჯიშები კახეთის სამიზნე სკოლებში.

მიმდინარე წლის 29-31 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ატარებს სიმულაციურ ვარჯიშს სამიზნე თემების (საგარეჯო, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი და თელავი) სკოლებში. სიმულაციის მიზანია სკოლებში არსებული ევაკუაციის გეგმის ამოქმედება, რათა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სკოლის შენობის დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ დატოვება.აღნიშნული სწავლება დაგეგმილია პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა და ავსტრიის წითელი ჯვრის მიერ.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING