ახალგაზრდული წითელი ჯვარი

ახალგაზრდული წითელი ჯვარი წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ეროვნული საზოგადოების საქმიანობებში და მათ განხორციელებაში.

მოხალისეთა საბჭო

2013 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში შექმნილია მოხალისეთა საბჭო, რომელშიც 10 ყველაზე აქტიური მოხალისეა გაერთიენებული.  ახალგაზრდები კვირაში ერთხელ აწყობენ შეხვედრას და განიხილავენ სამომავლო გეგმებს, დაგეგმილ თუ განვლილ ღონისძიებებს, უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ერთად ქმნიან ახალ, საინტერესო სამომავლო გეგმებს. მოხალისეთა საბჭოს წესების თანახმად, თუ მოხალისე სამჯერ არ დაესწრება შეხვედრას, ის ავტომატურად ამოვარდება საბჭოს შემადგენლობიდან და მის ადგილს დაიკავებს სხვა აქტიური მოხალისე.

„ხუთთა კომიტეტი“

„ხუთთა კომიტეტები“ ფუნქციონირებს სკოლებში და ის ხუთი მოსწავლისგან არის დაკომპლექტებული. მათ ვალდებულებაში შედის სკოლის მასშტაბით გაავრცელონ ინფორმაცია წითელი ჯვრის საქმიანობების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს დაგეგმილი ღონისძიებების, აქციების, ტრენინგების და ა.შ. შესახებ, მუდმივად ადევნონ თვალყური ეროვნულ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს და გამართონ შეხვედრები სხვა მოხალისეებთან.

რა ღონისძიებებში არიან ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები

ყველა პროექტი, რომელიც წითელ ჯვარში არსებობს, მოხალისეების დახმარებით ხორციელდება.

•სოციალური ცენტრი

საქართველოს მასშტაბით წითელ ჯვარს გახნილი აქვს 15 სოციალური ცენტრი, სადაც მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული მრავალ საქმიანობაში.

მთელი დღის მანძილზე მოხალისეები სოციალური ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად სხვადასხვა საქმიანობებს ახორციელებენ, ეხმარებიან მათ შეისწავლონ ძერწვა, ქარგვა, თექაზე მუშაობა, მართავენ ლიტერატურულ საღამოებს და კონცერტებს.

•დასუფთავების და გამწვანების აქციები

წითელი ჯვრის მოხალისეები წლის მანძილზე რამდენჯერმე ატარებენ დასუფთავების აქციებს საქართველოს მასშტაბით. ქუჩები, პარკები, მიუსაფართა კარვების ტერიტორია, ეს ის ადგილებია სადაც ისინი აქტიურად მუშაობენ და ზრუნავენ სისუფთავეზე. ასევე აქტუალურია სეზონურად  გამწვანების აქციები. მოხალისეები რგავენ როგორც ხეებს, ასევე ყვავილებს და ზრუნავენ ბუნებაზე.

•საინფორმაციო მასალის გავრცელება

საკმაოდ ხშირია ღონისძიებები, რომელიც ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები საზოგადოების თვშეყრის ადგილებში ავრცელებენ ნაბეჭდ მასალებს, რომლებშიც დეტალურად არის მიწოდებული ინფორმაცია როგორც სამედიცინო საკითხებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, პირველი დახმარება, შიდსის გავრცელების პრევენცია და ა.შ

•ფონდების მოძიება

ფონდების მოძიების აქციები ძალიან აქტუალურია წითელ ჯვარში, მოხალისეები შემოწირულობის ყუთებით ყოველთვის მზად არიან მხარში დაუდგნენ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.

•საზაფხულო ბანაკები

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით ყოველ ზაფხულს ტარდება ახალგაზრდული ბანაკები - ეროვნული და საერთაშორისო, სადაც მოხალისეები ესწრებიან სესიებს, იღებენ ახალ ინფორმაციას, იძენენ ახალ მეგობრებს და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვა ქვეყნის მოხალისეებს.

 

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING