:: English ::


ფონდების მოძიება

2008 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში შემუშავდა ფონდების მოძიების კონცეფცია, რომლის მიზანიც არის ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა წყაროებიდან დაფინანსების გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.
Eეროვნული საზოგადოება, ფონდების მოძიებისას ხელმძღვანელობს წჯ/წნ მოძრაობის პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი ეთიკური ნორმების შესაბამისად და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია თუ ინდივიდუალური პირი ჩართოს ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

ფონდების მოძიებაში ჩართული არის საზოგადოების ხელმძღვანელობა, მმართველობა და მოხალისეები. მჭიდრო და კოორდინირებული მოქმედება საზოგადოების სტრუქტურებს შორის უზრუნველყოფს საზოგადოების წარმატებას ამ სფეროში.

მიმდინარე წელს ამოქმედდა ინდივიდუალური პირებისგან თანხების მოზიდვის სხვადასხვა მექანიზმები, როგორებიცაა: ონ-ლინე დონაცია საზოგადოების ვებ-გვერდის საშუალებით, იგი გამიზნულია დონორთათვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; დონაცია ტელეფონის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში მოქმედი ძირითადი სატელეფონო კომპანიების აბონენტთათვის; დაიდგა წითელი ჯვრის შემოწირულობათა ყუთების სტაციონარული დამონტაჟება; ამოქმედდა ე.წ. მოძრავი შემოწირულობათა ყუთი, რომლის საშუალებითაც წითელი ჯვრის მოხალისეები რეგულარულად ახორციელებენ ფონდების მოძიებას კონკრეტული საქველმოქმედო აქციების დასაფინანსებლად.

ეროვნული საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციას ვებ-გვერდისა და სადონაციო ტელეფონის ნომრის შესახებ ბანერების, ბროშურების, ლიფლეტების, კალენდრების და სხვადასხავა აქციების მეშვეობით.
ფონდების მოძიება ადგილობრივ დონეზე ხორციელდება ეროვნული საზოგადოების ფილიალების მიერ და მასში ინტენსიურად არიან ჩართული ადგილობრივი ორგანიზაციის მოხალისეები.

ეროვნული საზოგადოება, როგორც მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია ჰუმანიტარულ სფეროში, მჭიდროდ თანამშომლობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ქალაქ თბილისის მერია რეგულარულად უწევს საზოგადოებას დახმარებას ფონდების მოძიებისაკენ მიმართული აქციების განხორციელებაში.
ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ადგილობრივ ბიზნეს სტრუქტურებიდან ფონდების მოძიებისას მიღწეული შედეგები. Eეროვნულმა საზოგადოებამ ფულადი და არაფულადი სახის კონტრიბუცია მიიღო ქვეყანაში მოქმედი წარმატებული კომპანიებისაგან: "ჯეოსელი", "ელიტელექტრონიკსი", "ტავ ჯორჯია", "პეპსი-კოლა", "თბილისის საერთაშოისო აეროპორტი", "მაკდონალდსი", "ტკბილი ქვეყანა", "სიქორი", "ნოვო ჯგუფი", "პროკრედიტბანკი", "დანიური სახლი".
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მენეჯმენტი ორიენტირებულია შექმნას ფონდების მოძიების მსოფლიოში აპრობირებული და ქართულ რეალობას მისადაგებული მექანიზმები, რითაც უზრუნველყოფს ეროვნული საზოგადოების მისიის სრულყოფილ განხორციელებას.