:: English ::


პირველი დახმარების პროგრამა

2005 წლის აგვისტოდან წ/ჯ და წ/ნ  საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით და ეროვნული საზოგადოების ძალისხმევით კვლავ აღდგა პირველი დახმარების პროგრამის ფუნქციონირება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში. პრაქტიკულად თავიდან დაიწყო სტრუქტურის აღდგენა. შემუშავდა  ეროვნული საზოგადოების პირველი დახმარების სტრატეგია.

2005 წლის ნოემბერში წყალდიდობით დაზარალებული რეგიონების მოხალისეთათვის და “მარტოხელა მოხუცთა სოციალური დახმარება თბილისში” პროექტის სოციალური მუშაკებისა და მოხალისეებისათვის ჩატარდა ტრენინგი პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილში.

2005 წლის ნოემბერში, 2006 და 2007 წლების დეკემბერში გაეროს 63 თანამშრომლისათვის ჩატარდა ტრენინგი პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილში.
2005 წლის ნოემბერში 2005 წელს წყალდიდობასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბუკლეტში შევიდა თავი “პირველი დახმარების”  შესახებ.

2007 წლის 14-25 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ისრაელის “დავითის წითელი ვარსკვლავს” შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში   “დავითის წითელი ვარსკვლავის” პირველი დახმარების სამსახურის უფროსმა, დავიდ აბადიმ სწჯს თანამშრომელთა და მოხალისეებისათვის ჩაატარა სემინარი თემაზე “მზადყოფნა გადაუდებელი მომსახურების გასაწევად”. ხოლო შემდგომ  ისრაელის ““დავითის წითელი ვარსკვლავის” პარამედიკოს-ინსტრუქტორების მიერ  ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი გადაუდებელ პირველ დახმარებაში. მთელი საქართველოს მასშტაბით მომზადდა 32 ტრენერი.
ისრაელის “დავითის წითელი ვარსკვლავის” ფინანსური მხარდაჭერით სწჯს-ს სათაო ოფისის ბაზაზე გარემონტდა ფართი პირველი დახმარების სკოლის დასაფუძნებლად. 

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სწჯს გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ საზოგადოების მიერ პირველი დახმარების პროექტის განხორციელება  და მისი განვითარება მიჩნეულ იქნა პრიორიტეტულ სფეროდ.

2008 წლის სექტემბრიდან, წ/ჯ და წ/ნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედარაციის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწო სწჯს-ში პირველი დახმარების სტრუქტურის განახლება და გაფართოება. წლის ბოლომდე სწჯს–ის 5 ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდება პირველი დახმარების ქსელი. პირველი დახმარების ინსტრუქტორები და სათანადოდ გაწვრთნილი მოხალისეები გაავრცელებენ ცოდნას პირველი დახმარების შესახებ ადგილობრივ თემის წევრებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის. შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი და დაიწყო პირველი დახმარების გუნდების ჩამოყალიბება. ამავდროულად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა ტრენერთათვის პირველი დახმარების სახელმძღვანელოს შექმნაზე.