| ცოდნის გავრცელება
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ვალდებულია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის იდეალები და პრინციპები გაავრცელოს, ამასთან, სასურველია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და წითელი ჯვრის პრინციპებისა და იდეალების გავრცელება ერთმანეთს დაუკავშიროს, რადგანაც მათ შორის საერთო მართლაც ბევრია. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ცოდნის გავრცელების სამსახური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) დახმარებით 1997 წელს შეიქმნა. მისი თავდაპირველი მიზანი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობისა და ფუძემდებლური პრინციპების შესახებ სწჯს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება იყო.
1999 წლის მარტიდან ცოდნის გავრცელების სემინარებს ატარებს საშუალო სკოლების დამამთავრებელ კლასებში. აღნიშნული სემინარების ჩასატარებლად შეიქმნა ცოდნის გამავრცელებელთა ქსელი, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა. 2001 წელს ცოდნის გავრცელების დეპარტამენტში დასაქმებული იყო 13 რეგიონული კოორდინატორი.
ეროვნულ საზოგადოებაში 2001 წლის მოვლენების შემდეგ ცოდნის გავრცელების 2002-2003 წლების პრიორიტეტულ მიმართულებად სწჯს-ის ოფისის ძირითადი შტატი (დეპარტამენტების უფროსები), პრეზიდიუმის წევრები და მოხალისეები გამოცხადდა. მკაფიოდ გამოიკვეთა ისიც, რომ ცოდნის გავრცელების კომპონენტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა საქმიანობამ უნდა მოიცვას. ეს პუნქტი დაფიქსირდა სწჯს-ის სტრატეგიულ გეგმაშიც. ცოდნის გამავრცელებლების საქმიანობა მნიშვნელოვანია: ეროვნული საზოგადოების საქმიანობა და იმიჯი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიცავთ საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებს.
მისი თანამშრომლების უსაფრთხოება შეიარაღებული კონფლიქტის დროს დამოკიდებულია მათ მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) წესების დაცვასა და მართებულად შესრულებაზე.
2004 წლის აგვისტოში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და წითელი ჯვრი საერთაშორისო კომიტეტს შორის "წითელი ჯვრის ღირებულებათა" გავრცელების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
2005 წლის 1 აპრილიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ცოდნის გავრცელებისსაქმიანობაში თანამშრომლობის პროექტის შესახებ ე.წ. გრანტის შეთანხმება გაფორმდა. 2005 წლის ივნისში ცოდნის გავრცელების პროგრამის რეგიონულმა კოორდინატორებმა წარმოადგინეს ახალი სამოქმედო გეგმები, შევიდა ცვლილებები პროექტში და გაგრძელდა მისი განხორციელება.
რას მოელიან ცოდნის გავრცელების შიდა სემინარებისაგან მისი მონაწილენი?
- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის შესახებ არსებული ზოგადი ცოდნის გამდიდრებას
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრინციპებისა და საქმიანობის შესახებ საფუძვლიან ინფორმირებას
- ეფექტური სემინარებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა-გაძღოლა-შეფასების სტრუქტურისა და თანმიმდევრობის გაანალიზებას
- სწჯს-ის მომავალი გეგმების შესახებ ინფორმირებას
- თანამშრომლებსა და მონაწოლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას
- გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას
- სემინარის მინაწილეთა ცოდნის, გამოცდილების, აზრებისა და შეხედულებების გაცნობა-გაზიარებას
- დონორებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ტექნოლოგიების დაუფლებას
- წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ არსებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარის განვითარებას
- ცოცხალ, შემოქმედებით, შემეცნებით პროცესებში მონაწილეობა
- ახლებურ აზროვნებასთან შეხვედრას
- შერჩეული სტრატეგიების თემატიკისა და მეთოდების დახვეწას
- ცოდნის გამავრცელებელთა პრობლემებისა და საჭიროებების გაგებას
სემინარის მონაწილეთა აზრით, აქ მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება მათ გამოადგებათ:
- შემდგომ ყოველდღიურ საქმიანობაში
- დაგეგმილი სამუშაოების ღირებულებითი და სტრუქტურული ორიენტაციის განსაზღვრისათვის
- ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობისათვის
- მსოფლმხედველობრივი ბაზის უზრუნველყოფისათვის
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებთან ჩატარებული ცოდნის გავრცელების პროგრამის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა-სემინარზე გამოიკვეთა, რომ ცოდნის გავრცელების პროგრამისგან მოელიან:
- მოსახლეობისადმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (შემდგომში სწჯს) საქმიანობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ არსებული ინფორმაციის გადაცემას
- სწჯს-ში მიმდინარე ცვლილებებისა და დინამიკური პროცესების საზოგადოების ყურამდე მიტანას
- სწჯს-ის ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას, გაცნობას
- მასების ინფორმირებას
- ფართო საზოგადოებაში ეროვნული საზოგადოებისადმი ნდობის ფაქტორისა და იმიჯის ამაღლებას
- ქველმოქმედებისა და ფილანთროპიის სულისკვეთების აღორძინებას
- ფართო საზოგადოების ზუსტად განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფებისათვის (მათ შირის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთათვის) სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის დროულ გადაცემას
- ეროვნული საზოგადოების ზუსტად განსაზღვრული როლისა და მისიის ფართო საზოგადოებისათვის ნათლად და გასაგებად გადაცემას
- მოხალისეების მოზიდვას და ფართო საზოგადოებაში მოხალისეობის კულტურის დანერგვას
- პროგრამის მიერ დონორებისა და ფონდების დაინტერესებას, რაც მხარეების მორალურ და მატერიალურ გაძლიერებას (რესურსების განვითარებას) გამოიწვევს
- ეროვნული საზოგადოების განვითარებისათვის მუდმივ მსახურებას და საზოგადოების განათლებას
- ფართო საზოგადოებაში სწჯს-ისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ ფესვგადგმული სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრას
|