:: English ::


კატასტროფების მართვა


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტი იწყებს კატასტროფებისათვის მზადების პროცესს საზოგადოებრივი თემის დონეზე საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის რეგიონებში. კატარსტოფების რისკის შეფასებისა და მისი შემცირების ინტეგრაცია სტრატეგიულ ფორმულირებასა და დაგეგმარებაში. ასევე მნიშვნელოვანია კატასტროფების მართვისას ეფექტური ხელმძღვანელობა, ცოდნის ამაღლება, ადვოკატირება, ოჯახისა და საზოგადოებრივი თემის დონეზე ადრეული გაფრთხილების სისტემის გაძლიერება.
კატასტროფების მართვის დეპარტამენტი გეგმავს სკოლებსა და უნივერსიტეტებში კატასტროფების მართვის შესახებ ცოდნის გავრცელებას კატასტროფების მაღალი რისკის მქონე რეგიონებში (სოფელი, ქალაქი)

მიზნობრივი მოსახლეობა არის 21, 200 ადამიანი, რომელიც მოიცავს საქართველოს თერთმეტ რეგიონს. ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ შემდეგი სახის თემატური ტრენინგები: კატასტროფების შემცირება, სრულფასოვანი კვება, პირველი დახმარება და ჰუმანიტარული ფასეულობები. ბენეფიციარებს მიეწოდებათ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალები საზოგადოებრივი თემის დონეზე განხორციელებული საქმიანობები კატასტროფებისათვის მზადყოფნის, სოციალური და  პირველი დახმარების შესახებ.

თემის თანამონაწილეობითი მიდგომა უზრუნველყოფს არა მარტო ადგილობრივ საჭიროებებზე რეაგირებას, არამედ ბენეფიციართა და მიზნობრივი ჯგუფების წახალისებას მონაწილეობა მიიღონ წითელი ჯვრის საქმიანობებში და დანერგონ ახალი ინიციატივები.

სწჯს აღიარებს, რომ გენდერული საკითხების ინტეგრაცია გაზრდის ორგანიზაციის ეფექტურობას და მხედველობაში მიიღებს თანაბარ გენდერულ ბალანსს პროგრამულ საქმიანობებში. ასევე მოხალისეების თანაბარი მობილიზება ადგილობრივ თემებში.

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში სწჯს-ს საგანგებო დახმარებას უწევდა კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს რეგიონში. გორში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან მიმართებაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თხოვნის საფუძველზე დახმარება გაეწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გორის მიმდებარე სოფლებში.  დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ მიიღო შემდეგი სახის პირველი დახმარების ნივთები: საწოლი, ლეიბი, საბანი, სასურსათო ამანათი და სასმელი წყალი.

2008 წლის ოქტომბერში სწჯს-ს კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა ჩაატარა ტრენინგი სწჯს-ს ადგილობრივი ფილიალების მოხალისეებისათვის კატასტროფების მართვის საკითხებზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა აეხსნა საგანგებო გეგმის არსებობის მნიშვნელობა და მისი შინაარსი.
2009 წლის თებერვლისათვის 25 ადგილობრივი ფილიალის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფილიალების ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით დაასრულებენ საგანგებო გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებს.

  ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კატასტროფების მართვის დეპარტამენტი დაიწყებს ეროვნული საზოგადოების საგანგებო გეგმის განხორციელებას.