:: English ::


მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება

2005 წელს წყალდიდობასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოხდა ხულოს, მესტიის, ახმეტისა და ონის რაიონების მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება.

დაიბეჭდა ბუკლეტები: "ჰიგიენის საფუძვლები, სასმელი წყლით და საკვებით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკა, დიარეა" (39გვ.), "მწვავე რესპირატორული ინფექციები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები" (56გვ.), "საგანგებო მდგომარეობები და პირველი დახმარება" - (55გვ.).

აგრეთვე გამოიცა ბუკლეტი ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ოქსფამის მხარდაჭერით.
ზემოდასახელებული რაიონებიდან წითელი ჯვრის მოხალისეებისთვის ჩატარდა სემინარები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.