:: English ::


ზუგდიდის რაიონის მოსახლეობის ცოდნის ამაღლება კატასტროფებისა და
საგანგებო მდგომარეობების შესახებ


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, 2006 წლის მარტსა და აპრილში ახორციელებდა პროექტს, რომლის სახელწოდებაა `ზუგდიდის რაიონის მოსახლეობის ცოდნის ამაღლება კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების შესახებ".

პროექტი ფოკუსირებული იყო ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობაზე და მიზნად ისახავდა მოსახლეობისთვის მაქსიმალური ცოდნის მიწოდებას კატასტროფებთან დაკავშირებით. 20 სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღო სპეციალურ სემინარებში, სადაც მათ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ მომზადებული სპეციალური კრებულიც დაურიგდათ.
კრებულში ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, ხანძრისა და სხვა კატასტროფებისა თუ საგანგებო მდგომარეობების დროს მოქმედების ტაქტიკის შესახებ.

ჩამოტვირთვა