სისხლის
ნებაყოფლობითი
უანგარო
დონაციის
პროპაგანდა
2009 წლის
1 თებერვლიდან
საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოებამ ნორვეგიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყო "სისხლის ნებაყოფლობითი უანგარო დონაციის" პროექტის განხორციელაბა.
პროექტი
ითვალისწინებს
უანგარო სისხლის დონაციის წილის გაზრდას ქვეყნაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სწჯს ცდილობს მოიზიდოს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან უანგაროდ გაიღონ სისხლი.
სწჯს თანამშრომლობს ყველა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციასთან.
ჯოენის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკთან ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმის
საფუძველზე
მოზიდული ახალგაზრდები ახორციელებენ სისხლის დონაციას ამ დაწესებულებაში.
1 წლის
განმავლობაში
120 სწჯს მოხალისე მომზადდა სისხლის და სისხლით გადამდები დაავადებების, უსაფრთხო დონაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გასავცელებლად; მოხალისეები ასევე ახდენენ უანგარო სისხლის დონაციის პროპაგანდას თბილისსა და 5 სამიზნე რეგიონში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. დაახლოებით 6
000-მა ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა სწჯს თანამშრომლების და მოხალისეებისგან,
რის შემდეგაც გააანალიზა უსაფრთხო, უანგარო სისხლის დონაციის მნიშვნელობა; ჩვეულებრივ ასეთი სემინარების შემდეგ ახალგაზრდები გამოთქვავენ სურვილს გაიღონ სისხლი სხვების დასახმარებლად და მონაწილეობას იღებენ სწჯს მიერ დაგეგმილ სისხლის დონაციის აქციებში. 205 ახალგაზრდა, პოტენციური დონორი, იქნა მობილიზებული და მიყვანილი სისხლის ბანკში შემდგომში სისხლის გაღების მიზნით. მათგან 112-მა დააკმაყოფილა დონორობისთვის აუცილებელი მოთხოვნები. სწჯს თანამშრომლობს ჯოენის სახელობის კარდიოქირურგიულ
კლინიკისთან
არსებულ სისხლის ბანკთან, სადაც მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
|