:: English ::


ფრინველის გრიპი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი წვლილი შეიტანა ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2006 წლის სექტემბრიდან სწჯს-ში დაიწყო ფრინველის გრიპთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლებში, მოხალისეებში და მოსახლეობაში ამ დაავადებაზე ცოდნის გავრცელებას, ჰიგიენური ღონისძიებების პროპაგანდას, თბილისის და რუსთავის მსხვილ ავტოსამრეცხაობის თანამშრომელთათვის დამცავი ხელთათმანების და საინფორმაციო ლიფლეტების გადაცემას.

ჩვენ ვმოქმედებდით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მონაწილე მხარეებთან კოორდინაციაში. ფრინველის გრიპის შესახებ მომზადდა და დაიბეჭდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე 73 000 საინფორმაციო ლიფლეტი და მოხდა მათი გავრცელება სამიზნე რეგიონებში საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების ფართო ქსელის მეშვეობით. აგრეთვე გამოიცა ფრინველის გრიპის თემატიკით 150 მაგიდის კალენდარი, 250 ჯიბის კალენდარი, 250 პოსტერი, დამზადდა 500 მაისური და შეძენილი იქნა 1000 რეზინის ხელთათმანი.