საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (შემდგომში "ეროვნული საზოგადოება") მოქმედებს, როგორც ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეროვნული საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მისი წესდებისა და მისიის შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა:დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ჰუმანურობის ძალის მობილიზებით, და ამგვარად, მივმართოთ როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსები პიროვნების სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად.
ეროვნული საზოგადოების ოფიციალური არსებობის ისტორია 1918 წლიდან იწყება. სამწუხაროდ, ეროვნულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, ასევე არ არის შემორჩენილი ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტური ფაქტები ეროვნული საზოგადოების არსებობის ადრეულ წლებზე.
გასაბჭოების შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ნაწილი და ფუნქციონირებდა მის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე.
1991 წლიდან ეროვნული საზოგადოება კვლავ დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ 1997 წლის 16 ოქტომბერს შესაბამისი კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 1997 წლის 6 ნოემბერს და წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ნაწილს.
1997 წლის 20 ნოემბერს ეროვნული საზოგადოება გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორწლიან სტრატეგიულ გეგმაში განსაზღვრულია ეროვნული საზოგადოების პრიორიტეტული მიმართულებები:
- ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
- კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება;
- წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიტარული ფასეულობების გავრცელება
- ფართო შესაძლებლობების მქონე ძლიერი ეროვნული საზოგადოების მშენებლობა გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით
წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის კომპონენტები
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) მოძრაობის დამაარსებელია. გარდა
ოპერატიული საქმიანობისა, რომელსაც წჯსკ ომის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის ახორციელებს, იგი ავრცელებს ცოდნას მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შეს ახებ. ფედერაციასთან
ერთად იგი მოძრაობის საწესდებო ღონისძიებებს აწყობს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები
183 ქვეყანაში ახორციელებენ მოძრაობის საქმიანობას და პრაქტიკულად იყენებენ მის პრინციპებს. ეროვნული საზოგადოებების საქმიანობა მოიცავს დახმარებას სტიქიური უბედურების დროს, ჯან-დაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებას და მრავალ სხვას. ომის დროს ეროვნული საზოგადოებები დახმარებას უწევენ დაზარალებულ მოსახლეობას და, სადაც ამის საჭიროებაა, ჯარის სამედიცინო სამსახურს. წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ფედერაციის (ფედერაცია) საქმიანობა ემყარება მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებს და ხელს უწყობს ჰუმანიტარულ საქმიანობას, რომელსაც მისი წევრი ეროვნული საზოგადოებები ახორციელებენ ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესე-ბისათვის. იგი წარმართავს და კოორდინირებს მოძრაობის დახმარების ოპერაციებს, რომლებიც გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებებისა და ტექნოლოგიური კატასტროფების მსხვერპლთა და ლტოლვილთათვის. იგი ასევე ხელმძღვანელობს მოძრაობის საქმიანობას საგანგებო სიტუაციებში, რომლებიც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამწვავებით არის გამოწვეული. საერთაშორისო დონეზე იგი ეროვნული საზოგადოებების ოფიციალური წარმომადგენელია. ფედერაცია ხელს უწყობს ეროვნულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობასა და მათი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა სტიქიური უბედურებების დროს საზოგადოებები მზად იყვნენ სამოქმედოდ და განახორციელონ პროგრამები სამედიცინო და სოციალური სფეროებში
წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 7 ფუძემდებლური პრინციპი: 1. ჰუმანურობა, 2. მიუკერძოებლობა, 3. ნეიტრალობა, 4.დამოუკიდებლობა, 5. ნებაყოფლობითობა, 6. ერთადერთობა, 7. საყოველთაობა.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ისტორიიდან
1859 სოლფერინო - ანრი დიუნანი 1859 Jean Henri Dunant
1863 სამხედრო დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომიტეტი
დოქტორი ლუი აპია; გენერალი გიიომ-ანრი დიუფურ; ანრი დიუნანი; დოქტორი თეოდორ მონუარი; გუსტავ მუანიე
1876 წლიდან
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ)
ჟენევის საერთაშორისო კონფერენცია
სამხედრო დაჭრილთა დახმარების ეროვნული კომიტეტების ჩამოყალიბება 1863
1864 ჟენევის კონვენცია
(სახმელეთო ომების დროს დაჭრილ და ავადმყოფ მეომართა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ) 1864
1867 წითელი ჯვრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია
(9 სახელმწიფო, 16 ეროვნული კომიტეტი, წჯსკ) 1867
1899 1864 წლის ჟენევის კონვენციის პრინციპების გავრცელება საზღვაო ომების მსხვერპლთა მიმართ
(ჰააგის III კონვენცია) 1899
1906 ჟენევის 1864 წლის კონვენციის გადასინჯვა და განვითარება 1906
1907 1906 წლის ჟენევის კონვენციის პრინციპების გავრცელება საზღვაო ომების მსხვერპლთა მიმართ
(ჰააგის X კონვენცია) 1907
1919 წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა
1983 წლიდან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ლიგა,
1991 წლიდან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია. 1919
1928 საერთაშორისო წითელი ჯვრის წესდება
(გადაისინჯა 1952 და 1986 წლებში) 1928
1929 ჟენევის კონვენციები:
* მოქმედი ჯარების დაჭრილ და ავადმყოფ მეომართა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ 1906 წლის ჟენევის კონვენციის პრინციპების გადასინჯვა და განვითარება.
* წითელი ნახევარმთვარის ემბლემის ოფიციალური მიღება (პირვრლად გამოყენებულ იქნა 1876 წელს)
* კონვენცია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ 1929
1949 ჟენევის კონვენციები:
* კონვენცია სახმელეთო ჯარებში დაჭრილთა და ავადმყოფთა პირობების გაუმჯობესების თაობაზე (გადასინჯული და შევსებული 1929 წლის ჟენევის კონვენცია): I კონვენცია
* კონვენცია საზღვაო ჯარებში დაჭრილთა და ხომალდის დაღუპვის შედეგად დაზარალებულთა პირობების გაუმჯობესების თაობაზე (გადასინჯული და შევსებული 1907 წლის ჰააგის X კონვენცია): II კონვენცია
* კონვენცია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის თაობაზე (გადასინჯული და შევსებული 1929 წლის ჟენევის კონვენცია): III კონვენცია
* კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ: IV კონვენცია 1949
1965 წითელი ჯვრის ფუძემდებლური პრინციპების დეკლარირება
ჰუმანურობა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა, ნებაყოფლობითობა, ერთადერთობა, საყოველთაობა 1965
1977 1949 წლის ჟენევის კონვენციების დამატებითი ოქმები
საერთაშორისო კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის I დამატებითი ოქმი
არასაერთაშორისო კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის II დამატებითი ოქმი 1977
1986 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წესდება 1986
ჩამოტვირთვა
უფრო ვრცლად (ინგლისურ ენაზე)
|