:: English ::


ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის სოციალური მობილიზაცია 2008 წლის წითელა/წითურას წინააღმდეგ ეროვნული მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში

პროექტი განხორციელდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით (პარტნიორი დონორები - ამერიკის წითელი ჯვრისა და ნორვებიის წითელი ჯვრის საზოგადოებები).

სწჯს- პროექტის მიზანს წარმოადგენდა წითელა/წითურას წინააღმდეგ მასობრივი იმუნიზაციის ეროვნული კამპანიის მხარდაჭერა სოციალური მობილიზაციის განხორციელებით ქვემო ქართლში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მთავარი ამოცანა იყო, ქვემო ქართლის 6-27 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის მობილიზება წითელა/ წითურას წინააღმდეგ იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლების მისაღწევად.

სწჯს-თვის სამიზნე ჯგუფს სტატისტიკის სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით დაახლოებით 185 630 ადამიანი შეადგენდა.

2008 წლის 24 მარტს, სწჯს სააგენტოთაშორის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომლსაც ყველა კამპანიის ძირითადი დონორი-ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სწჯს-ბა იყო წარმოდგენილი, როგორც წითელა/წითურას ეროვნული კამპანიის პოტენციური მონაწილე და როგორც კომიტეტის დროებითი წევრი. მას შემდეგ სწჯს- ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების კოორდინატორი კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ბიურომ, UNICEF-მაF და ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდმა მხარი დაუჭირეს სწჯს-ის კამპანიაში მონაწილეობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმმა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმდა, განსაზღვრა მხარეთა როლები. მემორანდუმს ხელი მოაწერა -ნმა ალექსანდრე კვიტაიშვილმა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, და -ნმა ნანა ყეინიშვილმა - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა. ხელმოწერა საზეიმო ვითარებაში განხორციელდა და გაშუქდა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.

ქვემო ქართლის რეგიონში 303-მა სწჯს-ის პროექტისთვის მობილიზებულმა და სათანადოდ გაწვრთნილმა მოხალისემ განახორციელა სოციალური მობილიზაციის აქტივობები და მოიცვა 109 768 ბენეფიციარი. მობილიზება ხდებოდა კარდაკარ შემოვლით და სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ვაქცინაციის კამპანიის შესახებ.

სწჯს-ის მოხალისეთა მუშაობის შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, 70 501 ბენეფიციარი აიცრა.