:: English ::


ფსიქოსოციალური დახმარება

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომხდარი კატასტროფებისა და კონფლიქტების შედეგებმა სულ უფრო მეტად წარმოაჩინა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება. თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, თუ რა გამანადგურებელი და ხანგრძლივი ეფექტი აქვს ფსიქოლოგიურ ტრავმას ცალკეული ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობაზე.

სწჯს- ფსიქოსოციალური დახმარება 2008 წლის კონფლიქტზე რეაგირების გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩია. / საერთაშორისო კომიტეტმა და / და / საერთაშორისო ფედერაციამ მხარი დაუჭირეს ფსიქოსოციალურ სფეროში სწჯს-ის უნარიანობის განვითარებას.

მწირი გამოცდილების მიუხედავად, 2008 წლის აგვისტოდან 2009 დეკემბრამდე, სწჯს- კვალიფიციური ფსიქოლოგების ჩართვითა დაპროკრედიტბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო მოკლევადიანი ფსიქოსოციალური პროექტების განხორციელება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა . გორში და მის შემოგარენში.

2008 წლის აგვისტო-სექტემბერსა და 2009 წლის ივნისში ექვსი 10-დღიანი სარეაბილიტაციო ბანაკი მოეწყო თელავში, ურეკსა და ქვეშეთში ცხინვალის რეგიონიდან და კონფლიქტის ზონიდან დევნილი 400 ბავშვისა (3-15 .) და მათი 67 მშობლისათვის (პოსტ-ტრავმული სტრესის დასაძლევად).

2008 წლის 1 სექტემბრიდან სწჯს- მოხალისეობით დონეზე დაიწყო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება გორში, კარვების ქალაქში (№84-150 კარვებში). მთლიანობაში, 40 ბავშვს (6-12 .), 44 ქალსა და 56 მოზარდს გაეწია დახმარება.

შეთანხმებული ოპერაციული პროგრამის" ფარგლებში (2008 . ოქტომბერი - 2009 . თებერვალი), / საერთაშორისო კომიტეტისა და / და / საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური მხარდაჭერით, სწჯს-ში ჩამოყალიბდა ფსიქოსოციალური მოხალისეების ქსელი 5 სამიზნე ფილიალში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში და ბათუმში დაზარალებულებზე შეიარაღებული კონფლიქტის ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად. სწჯს აქტივობებში ჩართულ ყველა მოხალისეს ჩაუტარდა .. „დებრიფინგ-შეხვედრები", რაც ემსახურებოდა ემოციურ ვენტილაციას და სტრესისგან გათავისუფლებას. ინტერვიუების ჩატარების შედეგად კი შეირჩა და გაიწვრთნა 20 ფსიქოსოციალური მოხალისე (4 მოხალისე თითოეულ ფილიალში).

ფსიქოსოციალური მოხალისეების ქსელის მთავარი ამოცანაა ფსიქოსოციალურ დახმარებაზე, სტრესის დაძლევაზე და .. ინფორმაციის გავრცელება, ფსიქოსოციალური პირველი დახმარების გაწევა.

მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, სწჯს უმწეო ჯგუფების ფსიქოსოციალურ დახმარებაზეა მიმართული; ამ მიმართულებით 2009 წლის 1 ივლისიდან 31 სექტემბრამდე სწჯს- კიდევ ერთი მოკლევადიანი პროექტიკატასტროფების შედეგების შემცირებისათვის სწჯს-ის რესურსების განვითარება" განახორციელა, ეს პროექტი განიხილებოდა, როგორც დამაკავშირებელი წინა და სამომავლო, გრძელვადიან პროგრამებს შორის, უმწეო ადამიანების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესში მეტი წარმატებას მისაღწევად.

ფსიქოსოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიცა შემდეგი ბროშურები: „სტრესის მართვა", „ჯანსაღი თვითშეფასება", „კონფლიქტის გადაწყვეტა", „გლოვის გაგება", „აკონტროლე ბრაზი _ სანამ თვითონ გაგაკონტროლებს".

2009 წლის მაისში ჩატარდა ფსიქოსოციალური, პირველი დახმარებისა და კატასტროფების მართვის ერთობლივი გამოფენა.

ჩატარდა მიმოხილვითი სემინარი ფსიქოსოციალური დახმარების ბაზისურ ნაწილში, კატასტროფებზე სწრაფი რეგირების გუნდების წევრთათვის ადგილობრივ დონეზე (ბათუმი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თბილისი).

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მხარს უჭერს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოსოციალური ფაქტორები ადამიანთა და მთლიანად, საზოგადოების კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. სწჯს ფსიქოსოციალურ დახმარებას მისი ყველა სტრატეგიული მიმართულების კომპონენტად მოიაზრებს.

2009 წლის ივლისი-სექტემბერში, / და / საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური მხარდაჭერით, შემუშავდა და დაიბეჭდა სწჯს-ის ფსიქოსოციალური დახმარების სტრატეგია.

2008 წლიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვარი ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ტუბერკულოზის კონტროლის პროექტის ბენეფიციარებს. ფსიქოლოგიური კომპონენტი ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორადაა მიჩნეული.

2009 წლიდან დღემდე ნარკოტიკის მომხმარებელთათვის ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტი ასევე ჩართულია სწჯს-ის "ზიანის შემცირების" პროექტში.

2010 წლიდან დღემდე პირველი დახმარების პროექტის ფარგლებში ტარდება ფსიქოსოციალური დახმარების ტრენერთა ტრენინგები ფსიქოსოციალური მოხალისეებისათვის. ტრენინგების მიზანია მიღებული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარების გავარჯიშება.