აივ/შიდსის პრევენცია და ზიანის შემცირების საქმიანობები ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა შორის
2005-2009 წლებში
წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით (პარტნიორი დონორი - ნორვებიის წითელი ჯვრის საზოგადოება) სწჯს-ბა ახორციელებდა აივ/შიდსის პრევენციის პროექტს თბილისსა და 6 რეგიონში.
პროექტი
მიზნად ისახავდა აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, მოწყვლადობის შემცირებას სწჯს-ის 140 სათანადოდ გაწრთვნილი მოხალისის მიერ აივ/შიდსი-ის პრევენციის, გავრცელების და მკურნალობის შესახებ ცოდნის გავრცელების შედეგად.
2005-2009 წწ,
სწჯს მოხალისსების მიერ გაწრთვნილმა დაახლოებით 7000
თემის ლიდერმა-ახალგაზრდამ გაავრცელა მიღებული ცოდნა სხვა 21 000 თემის წევრს შორის. მათ შორის სემინარებს 863 იგპ ესწრებოდა.
ყოველწლიურად,
პირველ დეკემბერს სწჯს-ბა აწყობს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან და ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ავრცელებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო
მასალას და პრეზერვატივებს მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში.
2007 წელს
იტალიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით სწჯს-ამ განახორციელა ხანმოკლე პილოტური პროექტი "ზიანის შემცირება ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებელთა შორის".
2009 წლის
1 ოქტომბრიდან
განახლდა ზიანის შემცირების პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს აივ/შიდსის გავრცელების პრევენცია/შემცირებას ახალგაზრდებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებთა შორის ცოდნის ამაღლების გზით. სემინარები ტარდებოდა შემდეგ თემებზე: აივ/შიდსის, B და C ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის, ტრანსმისიის და მკურნალობის, ზიანის შემცირების სტრატეგიის და საქმიანობების შესახებ.
აგრეთვე,
ნარკოტიკების
მომხმარებელთა
ფსიქოსოციალურ
დახმარებას
ქ. რუსთავში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რუსთავის ფილიალის ბაზაზე დაფუძნებულ ნებაყოფლობით საკონსულტაციო ცენტრში.
2009-2010 წლებში
პროექტის ფარგლებში: დამყარდა თანამშრომლობა შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
ცენტრალურ
და ადგილობრივ დონეზე; განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა საქართველოს ზიანის შემცირების ქსელთან, რომელიც ყველა მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე, სემინარზე, კონფერენციაზე, სამუშაო შეხვედრაზე იწვევს სწჯს პროექტის გუნდს მონაწილეობის მისაღებად. ჩატარდა 94 სემინარი 4340 მონაწილესთვის, მათ შორის 20 სემინარი სწჯს-ის 343 მოხალისესთვის და 74 სემინარი 3997 სტუდენტ-ახალგაზრდობისთვის.
დამყარდა კავშირი 250 ნარკოტიკების მომხმარებელთან,
მათგან 73
გახდა პროექტის ბენეფიციარი და ჩაუტარდათ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია. აგრეთვე შედგა 34 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა. პარალელურად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, მუშაობა მიმდინარეობდა ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან.
2005 წლიდან
საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) გაწევრიანდა ევროპის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ქსელში (ERNA), რომელიც ებრძვის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის გავრცელებას.
2005 წლის
დეკემბერში
სწჯს-მ ხელი მოაწერა "რომის კონსენსუსს",
რომელიც გულისხმობს ზიანის შემცირების საქმიანობების გააქტიურებას მსოფლიოს მასშტაბით, ნარკოტიკების მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, მათზე ზრუნვის გაუმჯობესებას და აგრეთვე, ნარკომანიასთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას.
სწჯს არის სამუშაო ჯგუფის
(Presentation Task Force - PTF) წევრი, რომელიც აერთიანებს ამ ქვეყნის
დონეზე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და წარმოდგენილია გლობალური ფონდის ქვეყნის საკოორდინაციო მექნიზმში
(Country Coordinating Mechanism (GFATM).
2008 წლიდან
საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა წევრი საქართველოს ზიანის შემცირების ქსელისა, რომელიც ამ სფეროში მოქმედ 14 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
2008 წელს
სწჯს-მ გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაფუძნებულ შიდსის გლობალურ ალიანსს და შესაბამისი წერილები გაეგზავნა საერთაშორისო ფედერაციას.
|