:: English ::


გრიპის პანდემიისათვის მზადყოფნა და რეაგირება

2009 წლის დეკემბერი - 2010 წლის მაისის განმავლობაში განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ეროვნული საზოგადოების უნარიონაბის განვითარებას გრიპის პანდემიის შემთხვევაში ეროვნული გეგმით განსაზღვრული ვალდებებულების შესასრულებლად. ეროვნული გეგმის მიხედვით სწჯს-ბა ვალდებულია: 1) მიიღოს მონაწილეობა სააგენტოთაშორის საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე; 2)კოორდინაცია გაუწიოს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას; 3) მართოს სამედიცინო ჰოსპიტალური დახმარების მიღების მსურველი ხალხის ნაკადი; 4) დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას და სათანადო ორგანოებს საველე ჰოსპიტალის გაშლაში. პროექტი ასევე ითვალისწინებდა მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას გრიპის პრევენციის, ტრანსმისიის და მკურნალობის შესახებ, პანდემიაზე რეაგირების თაობაზე ცოდნის მიწოდებას და საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-საგანმანბათლებლო მასალის გავრცელებას.

5 სამიზნე რეგიონში (თბილისი, აჭარა; იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი) და ნაწილობრივ სწჯს-ის 22 ფილიალის ჩართვით გრიპის პანდემიისათვის მზადყოფნის, დაგეგმარების და რეაგირების ღონისძიებების შემუშავებით გაიზარდა ეროვნული საზოგადოების შესაძლებლობები გააძლიეროს თემის H2P პანდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების უნარიანობა.

პროექტის განხორციელების შედეგები: 1) დამყარდა თანამშრომლობა ამ სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე; 2) შემუშავდა ეროვნული საზოგადოების "საქმიანობის უწყვეტი გაგრძელების" დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი; 3) ეროვნული გეგმით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად პროექტის გუნდმა ჩაატარა 11 ტრენინგი და გაწრთვნა სწჯს-ის 229 თანამშრომელი და მოხალისე; 4) შემცირდა დაახლოებით 12 000 თემის წევრის მოწყვლადობა გრიპის მიმართ პროექტის გუნდის და მოხალისეების მიერ ჩატარებულ 115 სემინარში მონაწილეობის მიღების შედეგად.