რეზისტენტული
ტუბერკულოზის
კონტროლი
1. რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლი თბილისში
2008 წლის
თებერვლიდან
დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს
"რეზისტენტული
ტუბერკულოზის
კონტროლის"
პროექტს საქართველოში.
სწჯს თანამშრომლობს ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამასთან და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან. თანამშროლობის საფუძველს წარმოადგენს
2008 წლის
იანვარში სწჯს-სა და ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამას შორის გაფორმებული ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი.
სწჯს-ს პროექტი მიზნად ისახავს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად სწჯს ცდილობს შეამციროს რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება, ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებით და მონაწილეობს რეზისტენტული ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მენეჯმენტში, ასევე ცდილობს ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევას.
სწჯს ფსიქოლოგის და მკურნალობაზე დამყოლობის კონსულტანტებს უშუალო კონტაქტი აქვთ მკურნალობის ამბულატორიულ ფაზაზე მყოფ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან (კლიენტებთან) და მათი ოჯახის წევრებთან.
2008 -2010 წლებში
პროექტში სულ ჩართული იყო 101 ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. მათგან 44-მა წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ორწლიანი მუშაობის პერიოდში მკურნალობა შეწყვიტა სამმა პაციენტმა.
დამყოლობის
კონსულტანტებმა
განახორციელეს:
423 რეზისტენტული
ტუბერკულოზით
დაავადებული
კლიენტის ჩართვა ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში; 802
ვიზიტი ამბულატორიაში;
1233 ბინაზე
ვიზიტი;
4925 სატელეფონო
საუბარი პროექტის ბენეფიციარებთან.
პროექტის
ფსიგოლოგმა
შეაფასა
460 რეზისტენტული
ტუბერკულოზით
დაავადებული
პაციენტის
ფსიქოლოგიური
სტატუსი; განახორციელა
708 ინდივიდუალური
კონსულტაცია
და 93 ჯგუფური შეხვედრა პროექტის ბენეფიციარებთან.
2008-2010 წლებში
ჩატარდა ტრენინგები მოხალისეებისთვის
და თემის ლიდერებისთვის ტუბერკულოზის პრევენციის, ტრანსმისიის და მკურნალობის შესახებ საქართველოს 7 სამიზნე რეგიონში - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და თბილისი. სწჯს-ის მუშაობის შედეგად დაახლოებით 10
000 თემის
წევრმა აიმაღლა ცოდნა ტბ შესახებ. თავის მხრივ ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს ტუბერკულოზთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევას.
ყოველწლიურად
სწჯს სხვა დაინტერესბულ პირებთან ერთად მონაწილეობს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქტივობებში.
2. რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლი აჭარაში
რეზისტენტული
ტუბერკულოზით
(DR-TB) დაავადებული
ადამიანების
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
გაუმჯობესების
მიზნით
2009 წლის
ივლისიდან
საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოება და სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია
(MSCI) ახორციელებს
ერთობლივი
პროექტს აჭარაში (პარტნიორი დონორი USAID).
პროექტის
ამოცანაა:
შეამციროს
ტუბერკულოზის
გავრცელება
რეზისტენტული
ტუბერკულოზით
დაავადებული
ადამიანების
მკურნალობაზე
დამყოლობის
გაძლიერებით.
სამიზნე
რეგიონი:
აჭარა
(ბათუმი და ხელვაჩაურის რაიონის მიმდებარე 5 სოფელი, ქალაქი ქობულეთი და ქობულეთის რაიონის 10 სოფელი).
07.2009 -12. 2010 პერიოდში სწჯს-ის დამყოლობის კონსულტანტების და ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ სულ იმყოფებოდა 76 ბენეფიციარი; მათ შორის მკურნალობა წარმატებით დაასრულა - 13 -მა ხოლო 2-მა ბენეფიციარმა შეწყვიტა მკურნალობა.
ამ პერიოდში დამყოლობის კონსულტანტებმა განახორციელეს 503
ვიზიტი ამბულატორიაში;
821 ბინაზე
ვიზიტი და 1189 სატელეფონო საუბარი პროექტის ბენეფიციარებთან.
პროექტის
ფსიგოლოგმა
განახორციელა
511 ინდივიდუალური
კონსულტაცია
და 63 ჯგუფური შეხვედრა პროექტის ბენეფიციარებთან.
სულ ორივე რეგიონში
- სწჯს-ის დამყოლობის
კონსულტანტების
და
ფსიქოლოგის
ზედამხედველობის
ქვეშ
სულ
იმყოფებოდა
- 177;
- მკურნალობა წარმატებით
დაასრულა
- 57;
- შეწყვეტილი მკურნალობის
შემთხვევა
- 5;
დამყოლობის
კონსულტანტებმა განახორციელეს
- 423 რეზისტენტული
ტუბერკულოზით
დაავადებული
კლიენტის
ჩართვა
ტუბერკულოზის
ეროვნულ
პროგრამაში;
- 1305 ვიზიტი ამბულატორიაში;
- 2054 ბინაზე ვიზიტი;
- 6114 სატელეფონო
საუბრები
პროექტის
ბენეფიციარებთან;
პროექტის
ფსიგოლოგი
- შეაფასა 460 რეზისტენტული
ტუბერკულოზით
დაავადებული
პაციენტის
ფსიქოლოგიური
სტატუსი;
- განახორციელა 1219 ინდივიდუალური
კონსულტაცია;
- 156 ჯგუფური შეხვედრა პროექტის ბენეფიციარებთან.
|