:: English ::


თემზე დაფუძნებული ჯანდაცვა და პირველი დახმარება

პირველი დახმარება წარმოადგენს სწჯს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობები პირველ დახმარებაში ნათლად არის განსაზღვრული სხვადასხვა იურიდიულ და სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა "საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" (მუხლი 6), მისი "საწესდებო დებულებები" (მუხლი 7), "2007-2011 .. სტრატეგიული განვითარების გეგმა" და "ეროვნული რეაგირების გეგმა", რომელიც დამტკიცებულია 26.08.2008. საქართველოს პრეზიდენტის N415 ბრძანების საფუძველზე (სამედიცინო დებულებები, ამოცანა N№6). გეგმა განსაზღვრავს სამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების როლსა და მოვალეობებს გადაუდებელი მდგომარეობების დროს. სწჯს-ის, როგორც სახელმწიფოს დამხმარე ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად მოვალეობას წარმოადგენს პირველი დახმარების აღმოჩენა დაზარალებული მოსახლეობისთვის.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში მომხდარი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, სწჯს- შეიმუშავა კონცეფცია, რომელმაც განსაზღვრა ჯანდაცვის დამატებითი საქმიანობები საქართველოში მიმდინარე გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებებისთვის. ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის პროგრამაში სწჯს ჩარევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებად განისაზღვრა "პირველი დახმარება" (პდ), რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პდ შესახებ ცოდნის გავრცელებას და სათანადო რეაგირებისთვის მზადყოფნას საგანგებო სიტუაციების დროს.

შესაბამისად სწჯს- დაიწყო პირველი დახმარების მიმართულების განვითარება. შემუშვდა სამუშაო პროცედურები, ჩამოყალიბდა პირველ დახმარებაში გაწრთვნილი მოხალისეებისგან შემდგარი გუნდების ქსელი. იგი მიზნად ისახავს საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვას და ეფექტური დახმარების აღმოჩენას, სწჯს კარგად მომზადებული პირველი დახმარების მოხალისეების მობილიზების გზით საქართველოს შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციით

2008 წლის სექტემბრიდან პირველი დახმარების საქმიანობის განხორციელება დაიწყო წჯსკ "ჰარმონიზირებული ოპერაციული პროგრამა" (HOP) და წჯსკ- კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო დახმარების ფონდის (DREF) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა პირველი დახმარების გუნდები სწჯს'-ის 5 ფილიალში: ბათუმი, ქუთაისი, გორი, რუსთავი და თბილისი. 2009 წლის ნოემბერში ისრაელის მაგენ დავიდ ადომის მხარდაჭერით სენაკში ჩამოყალიბდა პირველი დახმარების გუნდი, რამაც ხელი შეუწყო არსებული პირელი დახმარების მოხალისეთა ქსელის გაფართოებას.

2010 წლის მარტიდან გერმანიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით პირველი დახმარების პროექტი მიმდინარეობს შიდა ქართლში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირება ხელოვნური თუ ბუნებრივი კატასტროფების დროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, სწჯს თანამშრომლებისა და მოხალისეების პირველი დახმარების შესახებ ცოდნის დონისა და პირველი დახმარების პრაქტიკული უნარების განვითარების გზით.

ბაზისური პირველი დახმარების ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: პირველი დახმარების განსაზღვრება და ძირითადი მიზანი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და გულის არაპირდაპირი მასაჟი (გულ-ფილტვის რეანიმაცია), უცხო სხეულები სასუნთქ გზებში, პირველი დახმარება ჭრილობისა და სისხლდენის, გულის წასვლის და/ გულყრის, ტრავმების, მოტეხილობების, მოწამვლის და დამწვრობის დროს; ნახვევების დადება და იმობილიზაცია, დაზარალებულის ტრანსპორტირება.

2008 წლიდან დღემდე სწჯს პირველი დახმარების პროგრამის ფარგლებში:

  • § დამყარდა პარტნიორული ურთიერთობა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, როგორიც არის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ..;
  • § ჩამოყალიბდა 6 პირველი დახმარების გუნდისგან შემდგარი სწჯს პირველი დახმარების ქსელი;
  • § გაიწრთვნა და ტრენერად მომზადდა 36 სწჯს მოხალისე;
  • § გაიწრთვნა 24 მოხალისე ფსიქოსოციალურ პირველ დახმარებაში;
  • § პირველი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდა 79 კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრ მოხალისეს;
  • § პირველი დახმარების ტრენინგები ჩაუტარდა დაახლოებით 2100 თემის ლიდერს 6 რეგიონში;
  • § შემუშავდა პირველი დახმარების სახელმძღვანელო;
  • § შემუშავდა, დაიბეჭდა და მოსახლეობაში გავრცელდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მასალები პირველი დახმარების შესახე;
  • § დაიბეჭდა პირველი დახმარების ბროშურა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • § წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატთან ერთად შემუშავდა განსხვავებული ტრენინგ პროგრამები და მოდულები;
  • § პირველი დახმარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სწჯს პირველი დახმარების გუნდებს შორის გაიმართა პირველი დახმარების ჩემპიონატი გორში.
  • § პირველი დახმარების საქმიანობებმა გააძლიერა ეროვნული საზოგადოების შესაძლებლობები, ქმნის რა მტკიცე კავშირს სწჯს სხვა პროგრამებთან, როგორიცაა კატასტროფების მართვა, ფსიქო-სოციალური დახმარება, ახალგაზრდული საქმიანობებისა. სწჯს თანამშრომლებსა და სათანადოდ არჭურვილ მოხალისეებს, აქვთ ცოდნა და უნარი, რომ მოახდინონ სათანადო რეაგირება გადაუდებელი მდგომარეობების დროს და აღმოუჩინონ დაზარალებულებს პირველი დახმარება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

სწჯს პირველი დახმარების მიმართულება დაგეგმილი პროგრამული საქმიანობების მიღმა ახორციელებს კომერციულ ტრენინგებს ბაზისური პირველი დახმარების შესახებ დაინტერესებული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

პირველი დახმარების კომერციული ტრენინგების ფარგლებში გაიწრთვნა:

2009 წელი -66 ადამიანი

  • საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი (IRC), 20 მონაწილე;
  • პრეოფესიული გადამზადების პროექტი USAID 16 მონაწილე;

საქართველოს ზიანის შემცირების ქსელში მომუშავე 30 სოც. მუშაკი

2010 წელი - 232 ადამიანი

  • საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი (IRC) - 10 მონაწილე,
  • პრეოფესიული გადამზადების პროექტი USAID - 34მონაწილე; (თბილისი და ქობულეთი)
  • ფოთის პორტის 40 თანამშრომელი
  • გაეროს სხვადასხვა სააგენტოს 62 თანამშრომელი (UN);
  • ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 18 თანამშრომელი;
  • IREX საქართველო- 22 თანამშრომელიი;
  • Nacres -თუშეთის დაცული ტერიტორიების 36 თანამშრომელი ()3 ტრენინგი: 1 ტრენინგი ალვანში და 2 ტრენინგი დედოფლისწყაროში).